2017-03-09 12:59:40, 2981 ნახვა
მსოფლიო
WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტაციას აშშ-ს დაზვერვის სააგენტო ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ Wikileaks-ის მიერ დოკუმენტების გამოქვეყნებით, ორგანიზაციამ ამერიკელების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დააყენა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავსი სახით სპეცსამსახურების გამოაშკარავება, რომელთაც აშშ-ს ტერორისტებისა და სხვა მტრებისგან უნდა დაიცვას, ზიანს აყენებს, თუმცა დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელი გასაჯაროებული დოკუმენტების ავთენტურობის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, Wikileaks-მა ათი ათასამდე დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად კომპიუტერული ვირუსების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. აღნიშნული ვირუსების საშუალებით, დაზვერვა კომპიუტერების, ტელეფონებისა და ტელევიზორების გამოყენებით, მოქალაქეთა ფარულ მიყურადებას ახორციელებდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალურმა სააგენტომ ერთობლივი გამოძიება დაიწყეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან