12:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 16:36:22, 2017 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი: ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, ბევრად უკეთესად არის დაცული, ვიდრე ოდესმე იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საქართველოში, მედიაპლურალიზმის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხის გამცემი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს არსებობას ემსახურება.

ჩუგოშვილმა მედიაომბუდსმენის შექმნის შესახებ ინიციატივა დადებითად შეაფასა. 

„არასამთავრებო ორგანიზაციებთან, რომლებიც მედიის საკითხებზე მუშაობენ, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. შესაძლებლობა იყო, რომ ის კონკრეტული სამართლებრივი დავა განგვეხილა, რომელზეც ახლა უკვე ევროპული სასამართლო მსჯელობს და ასევე,ზოგადად, მედიაგარემო და მედია პლურალიზმი საქართველოში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება, ბევრად უკეთესად არის უზრუნველყოფილი და დაცული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

„ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენთვის მედიისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ქვეყანაში ეს უფლება, ბევრად უკეთესად არის უზრუნველყოფილი და დაცული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, მომართული ვართ, რომ ასეც გაგრძელდეს და პლურალიზმი უზრუნველყოფილი იქნას. ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა, მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ამ კუთხით ჩვენ დამატებითი მხარდაჭერა და დახმარება გვქონდეს. საზოგადოებაში, რაიმე კითხვების გაჩენის შემთხვევაში, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მაღალი ლეგიტიმაციისა და ნდობის მქონე ორგანო არსებობდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics