03:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 14:20:02, 2508 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეზე, ანკარაში 33 წლის რუსეთის მოქალაქე ქალი დააკავეს, - ამის შესახებ თურქული გამოცემა  Hürriyet იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებული ქალი, სახელად  ეკატერინა ელჩის მკვლელთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

გამოძიების ცნობით, ის გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ელჩის მკვლელს ტელეფონით უკავშირდებოდა. ამასთან, მათ შორის WhatsApp–ზე განხორციელებული მიმოწერაა ამოღებული.

Hürriyet-ის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ქალი პროსტიტუციით იყო დაკავებული და ანკარაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში მუშაობდა. 

რუსეთის საელჩომ 33 წლის ქალის დაკავებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით თურქეთის ხელისუფლებას შესაბამისი შეტყობინება უკვე გაუგზავნა.

„საელჩო გაეცნო მედიაში გავრცელებული ინფორმაციას რუსეთის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, თურქეთმა და რუსეთმა ელჩის მკვლელობის შემდეგ საქმეზე ერთობლივი გამოძიება დაიწყო. საელჩომ გაუგზავნა მოთხოვნა თურქეთის ხელისუფლებას, მიაწოდოს ინფორმაცია დაკავების მიზეზებზე, თარიღსა და გარემოებებზე“, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში, 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს მოკლეს. ელჩის მკვლელი, 22 წლის ყოფილი პოლიციელი მევლუთ მერტ ალტინტაში სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics