03:20 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 11:24:16, 2633 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი გერმანიას ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გერმანიას ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მედია საშუალბის ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება სტამბოლში, მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთის მთავრობის წევრებს, გერმანიის ტერიტორიაზე პროპაგანდისტული კამპანიის წარმართვაზე პრობლემები ექმნებათ. მისივე მტკიცებით, გერმანიის მთავრობამ თურქეთის მთავრობის წევრებს, კიოლნის კულტურულ ცენტრში აქციის გამართვის უფლება არ მისცა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის ხელისულების წარმომადგენლები გერმანიაში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებს უნდა შეხვედროდნენ.

„გერმანიას დემოკრატიასთან კავშირი არ აქვს, მან უნდა იცოდეს, რომ მისი ამჟამინდელი ქმედებები არაფრით განსხვავდება ნაცისტური პერიოდის რეჟიმისგან", - განაცხადა ერდოღანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics