2017-03-04 13:31:25, 3205 ნახვა
მსოფლიო
იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, 10 მათგანი ტერორიზმის ბრალდებით, 5 კი, მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, - ამის შესახებ BBC იუწყება.
ქვეყნის ინფორმაციის მინისტრის ინფორმაციით, ტერორისტებს ბრალი 2016 წელს წაუყენეს. ერთ-ერთი მთავარი ბრალდებები ალ-ბააკის ბანაკში არსებული სპეცსამსახურის ბაზაზე თავდასხმა და ქრისიანი მწერლის ნაჰიდ ხატარის მკვლელობა იყო.
ცნობისთვის, 2006 წლიდან 2014 წლამდე იორდანიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი იყო გამოცხადებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან