2017-03-04 12:22:58, 2821 ნახვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი დონალდ ტრამპს 14 მარტს შეხვდება
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 14 მარტს ვაშინგტონში შეხვდება, ამის შესახებ უცხოური მედია თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ეს მერკელისა და ტრამპის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.
თეთრი სახლის სპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, მხარეები შეხვედრის შემდეგ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან