2017-03-04 12:09:09, 2771 ნახვა
მსოფლიო
LIBE-ს კომიტეტმა აშშ-ს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კენჭი უყარა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კენჭი უყარა.
მომდევნო 2 თვის განმავლობაში ევროკომისიამ შესაბამისი სამართლებრივი ზომები უნდა მიიღოს, რათა ევროკავშირსა და ამერიკის შორის არსებული შეთანხმება გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის გაუქმება მას შემდეგ მოინდომა, რაც აშშ-მა ევროკავშირის 5 წევრ ქვეყანას - ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, პოლონეთისა და რუმინეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა და არსებული შეთანხმება დაარღვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან