ესტონელი პარლამენტარი „რუსთავი 2“-ზე: ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია უნდა გაუყინოს
ესტონელი პარლამენტარის ერიკ ნილს კროსის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია უნდა გაუყინოს, - ამის შესახებ პოლიტიკოსი Twitter-ის საკუთარ გვერდზე "რუსთავი 2"-ის საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წერს.
როგორც კროსმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ტელეკომპანიის კონფესკაცია სრულად უნდა გამოიძიოს.
“ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია უნდა გაუყინოს, სანამ ხელისუფლების მიერ რუსთავი 2-ის კონფისკაცია სრულად არ იქნება გამოძიებული”, - წერს კროსი.