2017-02-25 23:18:21, 3070 ნახვა
მსოფლიო
ერაყში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩართვისას ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა
ერაყში ჟურნალისტი შიფა გარდი, პირდაპირ ეთერში ჩართვისას ბომბის აფეთქებამ იმსხვერპლა. ის ერაყის ქურთული ტელეარხ Rudaw-ის ჟურნალისტი იყო.
შემთხვევის დროს, ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ISIS-ის წინააღმდეგ ერაყის არმიის იერიშს აშუქებდა.
ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ მას კარიერაში ჰქონდა მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ერაყში მამაკაცების დომინანტობის სტერეოტიპის დარღვევას უკავშირდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან