12:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 16:30:58, 2476 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე პეტრე მეუფე იაკობს ურჩევს გონს მოეგოს

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს განცხადებით, იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის იმ ინტრიგის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პატრიარქის წინააღმდეგ აგორდა.

„მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას პატრიარქის კურთხევით წლების განმავლობაში სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში. მე ვამზადებდი მას ბერად. აქედან გამომდინარე, იმედია გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, რა არის მთავარი ქვეყნის და ეკლესიისთვის. მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად მომზადებაზე, მაგრამ არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელთმთავრობაზე“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, ის "ოქროს თევზებში" მხოლოდ მეუფე იაკობს არ გულისხმობდა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტისი განმარტებით, როდესაც საპატრიარქოს დელეგაცია ბერლინიდან ჩამოვა, მღვდელმთავრები შეკრიბებიან და ერთად, ცივი გონებით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

 „მე, ხშირად მეუბნებიან, როცა სიმათლეს ამბობ, ცხენი უნდა გყავდეს შეკაზმული გასაქცევად. არსად გაქცევას არ ვაპირებ, თუ ღმერთი დაუშვებს,  ჩემი გვამისთვის ადგილი მარტვილის მონასტრის ეზოში მაქვს გამზადებული.ხოლო ჩემი სული ღმერთის სამართლისთვის მიმინდვია“, - დასძინა მეიფე პეტრემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics