|
2017-02-15 17:07:26, 3187 ნახვა
მსოფლიო
ადვოკატი ირმა ჭკადუა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის კიდევ ერთი მოწმეა
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ის 2 თუ 3 დღის წინ დაიკითხა, თუმცა, გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს. როგორც ჭკადუამ განმარტა, ეს ძალიან სენსიტიური საქმეა. მისივე თქმით, ის მამა გიორგი მამალაძეს პირადად არ იცნობს. "მე დამიბარა საგამოძიებო ორგანომ. გიდასტურებთ, რომ ვარ მოწმე. ეს არის ძალაინ სენსიტიური საქმე. მოწმის სტატუსით 2-3 დღის წინ დამკითხეს. თუმცა გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ჭკადუამ. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძეა. შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი. გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)