10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 18:29:06, 2334 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯონი ხეცურიანი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მომხრეა

კონსტიტუციონალისტ  ჯონი ხეცურიანის შეფასებით,  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს.

მისი თქმით, საქართველოში აღნიშნული ინსტიტუტი ვერ გაამართლებს.

„რამდენიმე წევრი ვფიქრობთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერ გაამართლებს საქართველოში და არც არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება. ამ ინსტიტუტმა თავისი როლი უკვე შეასრულა, ისტორიულად ვამბობ, იქ სადაც ჩამოყალიბდა, ევროპაში, როდესაც ხალხს, მასებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ვფიქრობ, თანამედროვე პირობებში მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ პროფესიონალებმა. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველო გახლავთ, სადაც ასეთი ურთიერთობა არსებობს მოსახლეობაში, ძალიან ძნელი იქნება ნაფიც მსაჯულმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ინსტიტუტი დაწუნებულია იმ ქვეყანაში, რომელიც მისი სამშობლოა. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული და ა.შ. უამრავი არგუმენტი არსებობს ამის საწინააღმდეგოდ.
არიან ქვეყნები, სადაც საერთოდ არ არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ან ნაკლებად გამოიყენება. ამ მეთოდით მართლმსაჯულების განხორციელებას ბევრი ხარვეზი ახლავს“, - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics