20:57 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:26:48, 2513 ნახვა

სამართალი კომენტარი
გიორგი ალიბეგაშვილი „რუსთავი 2“-ის მოსამართლეზე: საკრებულომ კანონის ფარგლებში იმოქმედა

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, როდესაც საკრებულოს წევრებმა ნატა ნაზღაიძის ოჯახის წევრისთვის 1 მილიონი ლარის საკითხზე განკარგულება დაამტკიცეს, მათ ეჭვის საფუძველი არ გააჩნდათ.

როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საკრებულომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. 

"საკრებულოში შემოსული მასალების და დოკუმენტაციის საფუძველზე, საკრებულომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, იმოქმედა კანონის ფარგლებში. ის დოკუმენტაცია, რომელიც იყო შემოტანილი, არანაირი ეჭვის საფუძველს არ იძლევა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, უმცირესობის წევრების მოთხოვნას, საკითხის ხელახლა განხილვის თაობაზე, არ ეწინააღმდეგება. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული თანხის დებულებაზე.

ამასთან, ოპოზიცია ამ საკითხში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. ამავე აზრის არის, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics