18:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 08:17:38, 2737 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის კანონი მიიღო

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ მიიღო კანონი Brexit-ის, ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურის ამოქმედების შესახებ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მესამე და ბოლო მოსმენის დროს კანონპროექტი ყოველგვარი შესწორების გარეშე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წ122 კი ინააღმდეგი იყო. ამის შემდეგ დოკუმენტი განსახილველად ბრიტანეთის ზედა, ლორდთა პალატას გადაეცემა. 

როგორც BBC წერს, 3 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Brexit -ის გეგმა, ეგრეთ წოდებული "თეთრი წიგნი" გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის მიერ ფორმულირებული 12 მთავარი პუნქტი 77 გვერდზეა გაწერილი.  

ცნობისთვის, 2016 წლის ნოემბერში, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 2017 წლის მარტის ბოლოს დაიწყებდა ევროკავშირთან Brexit-ზე მოლაპარაკებას. იანვარში, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ ის დაავალდებულა პარლამენტისგან თანხმობა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა დაუჭირა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics