2017-02-08 17:17:17, 2831 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში „წითელი ჯვრის“ 6 წარმომადგენელი სავარაუდოდ, ISIS-ის მებრძოლმა დაცხრილა
ავღანეთში „წითელი ჯვრის“ 6 წარმომადგენელი სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლმა დაცხრილა, - ამის შესახებ BBC ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 2015 წლიდან „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში პერმანენტულ თავდასხმებს ახორციელებს.
როგორც BBC წერს, დღევანდელ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, 2013 წელს ავღანეთში "წითელი ჯვრის" ოფისზე თავდასხმა თალიბანმა განახორციელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან