|
2017-02-07 12:07:39, 3114 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულებას ითხოვს
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ დონალდ ტრამის საიმიგრაციო პოლიტიკას მხარი დაუჭირა და სააპელაციო სასამართლოს მოუწოდა მისი მოქმედება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღადგინოს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 15-გვერდიან რეზიუმეში, სადაც სამინისტროს პოზიციაა აღნიშნული, ნათქვამია, რომ პრეზიდენტის განკარგულება აბსოლუტურად კანონიერია. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ვაშინგტონის სასამართლომ "შეცდომა დაუშვა, როცა განკარგულების მოქმედება აკრძალა". სამინისტროს არგუმენტების მიხედვით: 1. პრეზიდენტი უფლებამოსილია მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს და ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. 2. გადაწყვეტილება "ნეიტრალურია რელიგიასთან მიმართებაში". 3. აშშ-ის საზღვრებს გარეთ მყოფ უცხოელებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შვიდი მუსლიმი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლა 90 დღის განმავლობაში აეკრძალათ. ამ განკარგულებამ აეროპორტებში ქაოსი გამოიწვია, ვინაიდან ირანის, ერაყის, ლიბიის, სომალის, სუდანის, სირიისა და იემენის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ამასთან, განკარგულების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლა სირიელ ლტოლვილებს გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. აღნიშნულ განკარგულებას, დონალდ ტრამპმა ხელი 28 იანვარს მოეწერა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტის განკარგულების შემდეგ, ვიზა 60 000-მდე პირს გაუუქმდა. ტრამპის გადაწყვეტილებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)