00:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 14:56:55, 2344 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ქეთი მსხილაძე მაღლაფერიძის გეგმაზე: შევაფასებდი, როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გენერალური დირექტორის მხრიდან უკვე შევიდა 2 წინადადება. პირველი ესაა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი  და მეორე საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების 3 წლიანი გეგმა.

სამეურვეო საბჭო შესული წინადადებების საჯარო  განხილვას იწყებს. ბორდის წევრები მაღლაფერიძის გეგმის შინაარსის  შეფასებისგან თავს იკავებენ და ფიქრობენ, რომ ამ თემებთან დაკავშირებით საგნობრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს.

თუმცა, ბორდის ერთ-ერთი წევრის ქეთი მსხილაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ გეგმას შეაფასებდა როგორც რეფორმის ყველაზე რადიკალურ ვარიანტს.

" კარგია, ცუდია, ეს შემდგომი მსჯელობის საგანია",-აღნიშნა ქეთი მსხილაძემ და დასძინა, რომ ზოგადად რადიკალური ცვლილებების მომხრე არაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics