2017-02-03 23:44:36, 2636 ნახვა
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ირანს ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო სანქციები დააკისრა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო ირანს სანქციები დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 13 ადამიანისა და რამდენიმე კომპანიის წინააღმდეგ გამოაცხადა შესაბამისი ზომები.
აშშ-ის გადაწყვეტილებას წინ უძროდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი Twitter-ზე, რომელმაც დაწერა,რომ "ირანი ცეცხლს ეთამაშება".
ირანმა ტრამპის საპასუხოდ განაცხადა რომ ის არ დაემორჩილება ვერაფრის მაქნის ამერიკულ მუქარებს "გამოუცდელი ადამიანისგან".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან