14:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 13:06:10, 1755 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელი იქნება უვიზოდ გადაადგილება

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში დღეს დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

დოლიძის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ  უკვე შესაძლებელი იქნება  ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება.

მინისტრის თქმით, დარჩენილია  გარკვეული ტექნიკური პროცედურები:

„ კერძოდ, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს საბოლოო დასტური და შეთანხმება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, ასევე ხელი მოეწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც უკვე ნათარგმნია ევროკავშირის ყველა ენაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომ იგი ქვეყნდება შესაბამის ევროპარლამენტის ე.წ. საკანონმდებლო მაცნეში, რომლის შემდგომაც ძალაში შედის დოკუმენტი 20 დღის ვადაში. დღეს ქალბატონმა მარია გაბრიელმაც  აღნიშნა, რომ სადღაც მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისიდან პროცესი იქნება დაწყებული. მინდა გამოვიყენო საშულება და ჩვენ თანამოქალაქეებს ვთხოვო, ჩვენ ძლიან მასშტაბურ კამპანიას ვიწყებთ ცნობიერების ამაღლების კუთხით. თუ რა უნდა გააკეთოთ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რა არ უნდა გააკეთონ, რათა პრობლემები არ შეიქმნას მომავალში და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე, ჩვენს უკან ქვეყანა დგას, უნდა ვიფიქროთ ჩვენს მეგობრებზე, მეზობლებზე ოჯახის წევრებზე, რომლებსაც უნდათ მომავალში  ჩვენს მერეც სიარული და ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის კრიტერიუმები, რაც არის დაწესებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციას კი მოსახლეობას მივაწვდით მასშტაბური კამპანიის შედეგად. აპრილი - მარტი? ეს არის არითმეტიკული გათვლა იმისა, რომ ყველა პროცედურის თანახმად როდის შევა ძალაში და როდის შეეძლებათ ჩვენს თანამოქალაქეებს სიარული. ანუ მარტის ბოლოდან, აპრილის დასაწყისიდან წესით უკვე ეს უნდა განხორციელდეს”,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics