2017-02-02 09:26:13, 3110 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ახალი სახელმწიფო მდივანი ჰყავს
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გახდა.
ტილერსონის კანდიდატურას სენატმა 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
კომპანია ექსონ მობაილის 64 წლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ფიცი ბიბლიაზე დადო.
ახალ სახელმწიფო მდივანსა და მის მეუღლეს პრეზიდენტმა მიულოცა. ტრამპის განცხადებით, ამ რთულ პერიოდში შეერთებული შტატები მშვიდობასა და სტაბილურობას მიაღწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან