01:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 13:53:25, 2506 ნახვა

მსოფლიო
შულცი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო მოხსნა ნაადრევია - ტრამპის პოლიტიკა კი „არაამერიკული“

გერმანიის კანცლერობის კანდიდატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს და მას „არაამერიკულს“ უწოდებს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

როგორც შულცმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო მოხსნა ნაადრევია. 

მისივე თქმით, აშშ მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე მეტად განათლებას, დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავდა.

"როდესაც ტრამპი ავტომობილის საჭესთან ზის, ის ამ ღირებულებებს ანადგურებს. როგორც გერმანიის კანცლერს განვუცხადე: ეს გერმანიისა და ევროპის პოლიტიკა არ არის ", - განაცხადა შულცმა.

მან უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლოა, მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულების შემდეგ გაუქმდეს.

"სანამ მინსკის შეთანხმების სრულად არ ხორციელდება, სანქციები არ მოიხსნება. ნათლად უნდა ითქვას, რომ რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები ", - განაცხადა მარტინ შულცმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობის კანდიდატად დასახელდა. მარტინ შულცი სოციალ-დემოკრატების პარტიის ლიდერმა წარადგინა. 

კანდიდატად დამტკიცების შემთხვევაში ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებზე კონკურენციას ანგელა მერკელს გაუწევს. შეგახსენებთ, არჩევნები გერმანიაში 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics