2017-02-01 11:52:01, 2775 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან’“ კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში „ისლამურ სახელმწიფოსთან’“ კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მათ ბრალი თავდასხმის მზადებაში ედებათ, თუმცა, რა სახის ტერაქტზეა საუბარი, სამართალდამცველი ორგანოები დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მოაბიტის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში იკრიბებოდნენ, რომელსაც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის ორგანიზატორიც სტუმრობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან