2017-01-30 18:25:32, 3092 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
თურქეთის ქალაქ სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "RT" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი იმ ადამიანის მისამართით გახსნა, რომელმაც არსებული ინფორმაციით, 12 წლის მამამისი მოკლა.
ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან