2017-01-30 13:19:13, 3084 ნახვა
მსოფლიო
კანადაში მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი, დაშავდა
კანადაში ქალაქ კვებეკის მეჩეთში სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სამართალდამცველები თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამი შეიარაღებული პირი შენობაში საღამოს ლოცვის დროს შეიჭრა, რა დროსაც იქ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის დაკავება შეძლეს. ეჭვმიტანილები დაკითხვისთვის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
მომხადრს ქვეყნის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამოეხმაურა და მომხდარი მუსულმანების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტად შეაფასა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან