16:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-30 16:25:12, 350 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებისას დებატები არ გაიმართება

პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლისას, სადაც ის ყოველწლიური მოხსენებით უნდა წარსდგეს, დებატები არ გაიმართება. 

შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

საკანონმდებლო ორგანოს წევრების გადაწყვეტილებით, მოხსენების შემდეგ  პარლამენტის ფრაქციების თავჯდომარეები, პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. თითოეულ მათგანს 15 წუთი დაეთმობა. 

პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ინფორმაციით, 31 მარტის სხდომას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

რაც შეეხებათ მთავრობის წევრებს, ძიძიგურის თქმით, პარლამენტი მათ სხდომაზე დასწრებას ვერ დაავალდებულებს.

"სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი მათ ვერ დაავალდებულებს“, – აღნიშნა ძიძიგურმა. 

ცნობისთვის, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ხვალ  13:00 საათზე დიწყება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics