2017-01-27 13:21:10, 2481 ნახვა
მსოფლიო
ხვალ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგება
ხვალ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგება, - ამის შესახებ BBC ოფიციალურ მოსკოვზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ეს იქნება პირველი საუბარი ორ ლიდერს შორის, მას შემდეგ, რაც ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
ცნობისთვის, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამჯერად რაზე ისაუბრებენ ორი ქვეყნის ლიდერები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან