|
2017-01-26 12:30:40, 2610 ნახვა
მსოფლიო
მექსიკის პრეზიდენტი: ვგმობ აშშ-ის გადაწყვეტილებას, მექსიკა კედლის აშენების ხარჯებს არ გადაიხდის
მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, ხელისუფლება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საფასურის გადახდას არ აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY-ი მექსიკის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც პენია ნიეტომ აღნიშნა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება კედლის აშენებასთან დაკავშირებით სამწუხაროა, თუმცა მისივე თქმით, აშშ-ში მცხოვრები თანამოქალაქეების დაცვის ზომები გაძლიერებულია. „დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება: იმიგრაციული ზომების მიღებასთან და საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს გააძლიეროს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის ზომები. აშშ-ში მდებარე მექსიკის 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების დაცვის ცენტრებად იქცევა. ვწუხვარ და ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კედელის აშენების გაგრძელება ჩვენ დაგვაშორებს და არა გაგვაერთიანებს. მექსიკას არ სჯერა კედლების. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: მექსიკა არ გადაიხდის ამ კედლის აშენების ხარჯებს. როგორც მექსიკის პრეზიდენტი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა და გავუფრთხილდე მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს, მექსიკა ადასტურებს თავის მეგობრობას აშშ-ის ხალხთან და სურვილს შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ის მთავრობასთან. შეთანხმების, რომელიც მექსიკისა და მექსიკელი ხალხის ინტერესებში იქნებ“, - წერს მექსიკის პრეზიდენტი. ამასთან, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მექსიკის პრეზიდენტმა აშშ-ში შესაძლოა ოფიციალური ვიზიტი გადადოს. მექსიკის პრეზიდენტი აღნიშNულ საკითხს არ გამოეხმაურა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)