13:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 12:45:51, 2676 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ეროვნული უსაფრთხოების დიდი დღეა - ჩვენ კედელს ავაშენებთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დღეს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რიგ ნაბიჯებს გადადგამს, კერძოდ კი „მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების" შესაბამის განკარგულებას მოაწერს ხელს.

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი დღე იქნება. ყველაფერთან ერთად ჩვენ კედელს ავაშენებთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შესაბამის განკარგულებას დღეს საღამოს მოაწერს ხელს. მედიის ცნობით, მომდევნო დღეებში ახალი პრეზიდენტი კიდებ რამდენიმე რეზონანსულ საკითხს მოაწერს ხელს, რომლებიც მიგრაციის გამკაცრებას და საზღვრების კონტროლს შეეხება.

როგორც ამერიკული მედია წერს, ამ კვირას ტრამპი ასევე გასცემს განკარგულებას სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის შეჩერებაზე. აკრძალვა მანამ იმოქმედებს, სანამ აშშ-ის ხელისუფლება  დევნილების შემოწმების უფრო მკაცრ მექანიზმს არ შეიმუშავებს.

ყველაზე მეტი რეზონანსი "მექსიკის საზღვართან კედლის აშენების" საკითხმა გამოიწვია. აღსანიშნვია, რომ ეს პროექტი მექსიკელების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, რადგან ჩათვალეს, რომ ასე მშენებლობაზე დასაქმდებიან. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის საფასურის გადახდას თვითონ მექსიკელებს დააკისრებს. აღნიშნულს მექსიკის ხელისუფლება გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საფასურის გადახდას არ აპირებს.

ცნობისთვის, აშშ-მექსიკის საზღვარზე ახლაც არსებობს კედელი, რომელიც პერიოდულად „წყდება“. თუმცა ტრამპი 3 ათას კილომეტრიანი კედლის აშენებას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics