|
2017-01-24 14:29:42, 2507 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობას ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა სჭირდება, - ამის შესახებ Independent -ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერეზა მეი სასამართლოს მხრიდან მსგავს ვერდიქტს ელოდებოდა, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც Brexit-ის პროცესის დაწყება ცალმხრივად და დაჩქარებულად სურდა. გასულ წელს ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, მთავრობას Brexit-ის პროცედურები 2017 წლის 31 მარტამდე უნდა დაეწყო. ამასთან, პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობდა, რომ ამის გაკეთება პარლამენტის ნებართვის გარეშე უკანონო იქნებოდა. უზენაესი სასამართლოს 8 მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, ლისაბონის შეთანხმების 50–ე მუხლი აამოქმედოს, რაც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების დაწყებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მხოლოდ 3 მოსამართლე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, დაიწყება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი, რომელიც 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც გამოცემა წერს, ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)