13:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 16:17:41, 3054 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა ერდოღანს შეუზღუდავი ძალაუფლება მიანიჭა

თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელიდან საპრეზიდენტოზე გადავიდა და რომლითაც მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელისუფლების შენარჩუნება 2029 წლამდე შეეძლება.

ცვლილების თანახმად, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში პრემიერს ჩაანაცვლებს. პრემიერის თანამდებობა საერთოდ გაუქმდება. პრეზიდენტს მინისტრების დანიშვნის და გადაყენების, პარლამენტის დათხოვნის უფლება მიენიჭება.

პრეზიდენტის ვადების რაოდენობა იგივე რჩება, თუმცა მათი ათვლა 2019 წლიდან დაიწყება, ამრიგად ერდოღანს ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა არ ჩაეთვლება.

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპსა და ბალანსს არღვევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics