08:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 12:36:56, 1622 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გადახედვას საჭიროებს.

ბუკიკიოს თქმით, წინა პარლამენტის დროს შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ კარგად იმუშავა, თუმცა მანვე დასძინა, რომ კონსტიტუცია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა გახდეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. მე საქართველ,ოს მეგობარი ვარ, ბევრჯერ ვარ ნამყოფი აქ. როგორც იტალიელს, მე მესმის ქართული მენტალიტეტი.  ვაპირებთ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში. მთლიანობაში ეს არის კარგი ტექსტი, შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ, ეს არის ტექსტი, რომელიც უნდა გაუმჯობსდეს. ბოლო გადახედვის შემდეგ, 2010 წელს ვენეციამ გააკეთა თავისი კრიტიკული შენიშვნები, რომელთა სრულყოფაც უნდა მოხდეს კონსტიტუციაში. წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია იყო შექმნილი, და წარმატებულად იმუშავა. ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას ვიწონებ, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შენიშვნები, დიდი მადლობა ამისთვის. ჩვენ არაფერს თავზე არ მოგახვევთ, მაგრამ ჩვენ გვსურს საქართველოს კონსტიტუცია გაუმჯობესდეს და სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics