|
2017-01-20 09:36:43, 2691 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი დღეს საპრეზიდენტო ფიცს ორ ბიბლიაზე დადებს
ვაშინგტონში, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. თავდაპირველად, ახლადარჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიაში მივლენ, რის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი მიშელ ობამა მათ თეთრ სახლში მიიღებენ. ინაუგურაციის ცერემონია კონცერტით დაიწყება. თბილისის დროით 21:00 საათზე დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით ფიცს დადებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფიცის დადებისთვის 2 ბიბლიას გამოიყენებს. როგორც კომიტეტში აცხადებენ, ერთი ბიბლია აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის პირადი ბიბლიაა, რომელიც ყველა ინაუგურაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მეორე ბიბლია, კი ტრამპის კუთვნილი ბიბლიაა, რომელიც დედამისმა სკოლის დასრულების შემდეგ, 1955 წელს 12 ივნისს აჩუქა. ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ბიბლიაზე დადებს ფიცს. დონალდ ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრებიან. ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს America’s Got Talent-ის ფინალისტი, 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო შეასრულებს. კონცერტში ასევე ჩართული იქნებიან: შემდეგ. სამხედრო მარშის ორკესტრი და Radio City Rockettes-ის მოცეკვავეები. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დემოკრატი კონგრესმენი ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. გარდა ამისა, ათასობით მოქალაქემ პირობა დადო, რომ ტრამპის ინაუგურაციის ჩატარებას ხელს შეუშლის. ისინი ცენტრალური ქუჩების გადაკეტვას გეგმავენ.
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)