09:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 16:03:14, 2714 ნახვა

მსოფლიო
თეირანში ხანძრის გამო შენობის ჩამონგრევის შედეგად 30-მდე მეხანძრე დაიღუპა - ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი

თეირანში სავაჭრო ცენტრ "პლასკოში" გაჩენილი ხანძრის გამო, შენობის ჩამონგრევის შედეგად, 30-მდე მეხანძრე დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ნანგრევებში შეიძლება 50-დან 100-მდე ადამიანი იმყოფებოდეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 75 ადამიანი დაშავდა. უმეტესობამ მძიმე სახის დამწვრობები და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ცენტრის მუშაკები და მეხანძრეები. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ცნობისთვის, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შემთხვევის ადგილას ქალაქის მერი ბაღერ ღალიბაფი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრ „პლასკოში“ ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. ხანძარი შენობის მეცხრე სართულიდან გავრცელდა. მოგვიანებით გაჩენილი ხანძრის გამო შენობა ჩამოინგრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics