11:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 11:51:53, 2750 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე ჯგუფური ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Tag24 ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია დრეზდენსა და მის შემოგარენში დილის 6 საათზე დაიწყო.

პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, სპეცოპერაციაში 600 სამართალდამცველი მონაწილეობდა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 35 საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს.

სპეცოპერაციის შედეგად, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცები დააკავეს. ისინი გერმანიაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით ქართველები ძირითადად სასმელს, სიგარეტს, ბავშვების საკვებ პროდუქტს, ყავებსა და პარფიუმერიას იპარავდნენ, რის შემდეგაც ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა. ამჟამად ბრალდებულები წინასწარი პატიმრობის იზალატორში იმყოფებიან. სასამართლო პროცესი ხვალ არის დანიშნული.

ამასთან, მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics