13:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-17 19:27:20, 2876 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს

საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატი "ნაციონალური ფრონტიდან" მარინ ლე პენი არჩევის შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების პირობას დებს, - ამის შესახებ მარინ ლე პენმა "იზვესტიასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

პარტია "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები აქვს, აღნიშნა, რომ ყირიმის უკრაინის ტერიტორიად გამოცხადება საბჭოთა კავშირის ადმინისტრაციული საკითხი იყო და ნახევარკუნძული უკრაინის კუთვნილება არასდროს ყოფილა. 

მარი ლე პენის თქმით, რეფერენდუმზე მოსახლეობამ რუსეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა და დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს მიერ ყირიმელების ნების არ აღიარება სამწუხაროა. 

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების მომხრეა. 

გარდა ამისა, მარინ ლე პენის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის Frexit-ს რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics