|
2017-01-16 13:57:29, 2648 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ნატო-ს პრობლემები აქვს, ნატო მოძველდა
აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეფასებით, ნატო-ს პრობლემები აქვს და ალიანსი მოძველებული ორგანიზაციაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნატო-ს მხოლოდ ხუთი წევრი ქვეყანა ხარჯავს თავდაცვაზე იმას, რაც გადასახდელი აქვთ. "უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ნატო-ს პრობლემები აქვს. ნატო მოძველდა, ვინაიდან, როგორც იცით, ეს ორგანიზაცია ბევრი წლის უკან დაიგეგმა. წევრი ქვეყნები არ იხდიან იმ თანხას, რაც უნდა გადაიხადონ“, - განაცხადა ტრამპმა. მისივე თქმით, ნატო-ს მხრიდან თავდაცვის საკითხების მცირე დაფინანსება უსამართლოა, რადგან აშშ იძულებულია ეს ქვეყნები დაიცვას. ამასთან, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნატო მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)