07:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 15:05:43, 2569 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი სირიაში შეიარაღებული ძალების რაოდენობას ამცირებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი, გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მედია საშუალების ცნობით, კონფლიქტის ზონას პირველი რუსული ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი" დატოვებს. ამასთან, პუტინი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას დათანხმდა.

თავდაცვის სამინისტრო, კონფლიქტის ზონაში გასული წლის 29 დეკემბრიდან რუსეთის სამხედრო ძალების შემცირების ინიციატივით გამოვიდა. იმავე დღეს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ასევე დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას ერთხმად მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, სამშვიდობო მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში ასტანაში დაიწყება, მაგრამ რამდენიმე ოპოზიციური დაჯგუფება უკვე დაიმუქრა, რომ თუ სირიის მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას კვლავ დაარღვევს, ზავი არ მიიღწევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics