14:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:04:09, 443 ნახვა

საზოგადოება
112-ის SMS და ვიდეო ზარის - "112 გხედავთ - ახალი სერვისი ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის" პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

ღონისძიება სასტუმრო „Holliday Inn“-ში, 11:00 საათზე დაიწყება.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტა-მენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

 ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენ-ლები და 112-ის ახალი სერვისის უშუალო ბენე-ფიციარები.

 პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

„ 112-ის SMS და ვიდეო ზარის სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითე-ბული პირებისთვის. 112-ში შემოსული შეტყო-ბინება, გადაუდებელი დახმარების შესახებ, გა-დაეცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, სა-პატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ვიდეო ზარის მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები“, - აცხადებენ 112-ში.

სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია 112-ის ვებ-გვერდზე WWW.112.GE

სერვისი 27 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება და 24 საათის განმავ-ლობაში იმუშავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics