05:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:27:11, 2566 ნახვა

მსოფლიო
NYT: აშშ-ის სპეცსამსახურები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს არეულობას არ გამორიცხავენ

ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და ვაშინგტონის პოლიცია შიშობს, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დროს შესაძლოა, ახლადარჩეული პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდეს, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ.

მედიის ინფორმაციიტ, აშშ-ის დედაქალაქში ინაუგურაციის დროს დონალდ ტრამპის ერთ მილიონამდე მხარდამჭერი ჩავა. ამავე დღეს, რესპუბლიკელი პრეზიდენტის არჩევის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ამჟამად კონგრესის შენობის წინ სცენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელზეც დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics