03:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 12:52:45, 2519 ნახვა

მსოფლიო
"ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, კერი ფიშერი გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი კერი ფიშერი ლოს-ანჯელესში 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, კერი ფიშერის ერთ-ერთი მთავარი როლი “ვარსკვლავურ ომებში” პრინცესა ლეია იყო.

როგორც BBC წერს, რამდენიმე დღის წინ მსახიობი გულის შეტევით რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. კერი ფიშერი ლონდონიდან მიფრინავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. პირველადი დახმარება მას თვითმფრინავში მყოფმა ექიმმა აღმოუჩინა, რის შემდეგაც მსახიობი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

შეგახსენებთ, რომ 1970-იან წლებში მსახიობმა მონაწილეობა მიიღო “ვარსკვლავური ომების” სამ ეპიზოდში, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. 2015 წელს მან ითამაშა ლეგენდარული ფილმის გაგრძელებაში.

ცნობისთვის, 1980-იან წლებში მსახიობმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ნარკოდამოკიდებულების წინააღმდეგ თავის ბრძოლაზე წერდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics