03:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 14:45:40, 2636 ნახვა

მსოფლიო
არგენტინის ფინანსთა მინისტრი პოსტს ტოვებს

არგენტინის ფინანსთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უუწყება.

მედიის ცნობით, ალფონსო პრატ-გაის გადაწყვეტილება “ნებაყოფლობით-იძულებულია".

როგორც მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, ქვეყნის რეცესიიდან გამოსაყვანად ფინანსთა სამინისტრო ორ უწყებად უნდა გაიყოს, რომლებიც სხვადსახვა მიმართულებით იმუშავებენ.

ცნობისთვის, ალფონსო პრატ-გაი, რომელიც წარსულში არგენტინის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა, ფინანსთა მინისტრი გასულ წელს გახდა. მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სოციალური მღელვარების ფონზე იქნა მიღებული. მოსახლეობის უკმაყოფილება მტკივნეულმა ეკონომიკურმა რეფორმება გამოიწვიეს.

ხელისუფლებაში მაურისიო მაკრის მოსვლის შემდეგ არგენტინა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. პრეზიდენტმა ბაზრის რეფორმა გაატარა, რომელიც არგენტინის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ინფლაციის შემცირებისკენ იყო მიმართული.  თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობა შემაშფოთებელია: სტატისტიკის თანხმად, ქვეყნის მოსახლოების მესამედი სიღარიბის ზღვარზე იმყოფება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics