18:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 16:57:05, 2291 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი შაგიძე: ემოციური ფაქტორების გამო, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, საქართველოში ლარი ზედმეტად გაუფასურებულია.

მისივე განმარტებით, გასული წლის შემდეგ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესდა.

„ლარის კურსი ზედმეტად გაუფასურებულია. ამაზე მეტყველებს ფუნდამეტური ფაქტორები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების  კურსები. ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ ყველა ფაქტორი- ექსპორტი, ფულადი გზავნილები გაუმჯობესებულია შარშანდელი წლიდან. რაც შეეხება გარე  ფაქტორს, აქაც თითქმის ყველა ვალუტა დასტაბილურებულია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ლარი ზედმეტად გაუფასაურებულია“, - განაცხადა შაგიძემ.

მისივე თქმით, რეფინანსირების სესხები კურსზე გავლენას არ ახდენს.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დამოკიდებულია ინფლაციაზე და ინფლაცია იყო ძალიან დაბალი წინა თვეში, შესაბამიად როგორიც იქნება ინფლაციის პროგნოზი ისე მოიქცევა ეროვნული ბანკი მომავალში. ჩვენი  აზრით ნამდვილად არ მოქმედებს რეფინანსირების სესხები კურსზე. როგორც აღვნიშნეთ ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში გაუმჯობესებულია“,-აღნიშნა გიორგი შაგიძემ და დასძინა, რომ მთავრობის მიერ  გამოცხადებული ლარიზაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე შეფასებით, თუკი ლარიზაციის გეგემა ეფექტურად განხორციელდება ის შედეგს მოიტანს.

„თუ წარმოვიდგენთ,  რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სესხი ლარში აქვთ იქნება ნაკლები, შესაბამისად ლარის კურსის რყევა არ გამოიწვევს მათთვის ასეთ მძიმე გადასხადებთან დაკავშირებულ პრობელემებს და ლარის ლარიზაციის პროგრამა შედეგს მოიტანს“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics