14:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 11:35:07, 2704 ნახვა

მსოფლიო
ირკუტსკის ოლქში პარფიუმერული სითხით მოწამლვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

ირკუტსკის ოლქში აბაზანისთვის განკუთვნილი პარფიუმერული სითხით მოწამლვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ირკუტსკის პოლიციამ საქმესთან დაკავშირბეით 11 ადამიანი დააკავა. 

როგორც მედია საშუალება წერს, საავადმყოფოში 40-მდე ადამიანი რჩება, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ცნობისთვის, მოწამლულებმა პარფიუმერული კონცენტრატი სახელწოდებით “ბოიარიშნიკი” დალიეს. სითხის შემადგენლობაში მეთილის სპირტი აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ  20 ლიტრი პარფიუმერული კონცენტრატი “ბოიარიშნიკი” აღმოაჩინა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ მეთილის სპირტს შეიცავს. საგამოძიებო კომიტეტი ამოწმებს სანქტ-პეტერბუგსა და ჩრდილოეთ ოსეთში “ბოიარიშნიკის” საწარმოს ამოწმებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics