15:54 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:38:44, 2393 ნახვა

მსოფლიო
თურქული სამთავრობო მედია საშუალებები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზატორი ფეთჰულა გიულენია

თურქული სამთავრობო მედია საშუალებები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზატორი მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალებები იტყობინებიან, პეთჰულა გიულენი რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების დესტაბილიზაციას ცდილობს.

თურქული გამოცემა Sabah-ი წერს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობა, არის გიულენის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ხაფანგი. 

"მას შემდეგ რაც რუსულ-თურქული ურთიერთობები სტაბილიზაციის გზაზე დადგა, მოქმედებაში ბინძური ხრიკები შევიდა", - წერს გამოცემა.

კიდევ ერთი სახელისუფლებო სააგენტო Star-ი იტყობინება, რომ, "გიულენის მიერ გასროლილმა ტყვიამ' რუსულ-თურქული ურთიერთობები  დააზიანა.

ამასთან, მემარჯვენე-ცენტრისტული გამოცემა Hurriyet Daily რუსეთის ელჩის მკვლელობასა და ფეთჰულა გიულენს შორის კავშირს ვერ ხედავს.

როგორც გამოცემა წერს, თავდამსხმელს პოლიციელის საბუთი ჰქონდა. გამოცემის ჟურნალისტები ინტერესდებიან, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ფეთჰულა გიულენის მოკავშირე სამართალდამცველი, მასობრივი დაკავებების შემდეგ სამსახურში დარჩა. გარდა ამისა, Hurriyet Daily აღნიშნავს, რომ თავდამსხმელის დაკავება, ალყაში მოქცევა,ან დაჭრა უფრო შედეგიანი იქნებოდა, რადგან სამართალდამცველები მის დაკითხვას შეძლებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics