16:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 14:27:26, 1473 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ვცდილობთ, ალეპოში მყოფ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.

პრემიერის შეფასებით, ამით ქვეყანა განსაცდელში მყოფ ბავშვებს დაეხმარება. 

"ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics