|
2016-12-15 12:38:32, 2417 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
"ქართული მხარის ინიციატივები გაერო-ში, ეუთო-სა და ევროსაბჭოში პროპაგანდისტულია და არანაირი სარგებელი არ მოაქვს"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 13-14 დეკემებერს გამართული ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "დღის წესრიგში ცენტრალურ ადგილს იკავებდა ძალის გამოუყენებლობის საკითხი. სამწუხაროდ, თანათავმჯდომარის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ნეიტრალური ვარიანტი კვლავ დაბლოკა ქართულმა მხარემ. თბილისი კვლავ ცდილობდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ინტრუზიული მონიტორინგისთვის “უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების” შესახებ ფორმულირების თავზე მოხვევას”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ საკითხის განხილვას მხარები ჟენევის დისკუსიების მოირგი რაუნდის დროს დაუბრუნდებიან, რომელიც 2017 წლის მარტის ბოლოს გაიმართება. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრების გადაკვეთის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბოლო 1 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვარი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. საზღვარი კი - 350 ათასმა ადამიანმა. რუსეთის საგარეო უწყების შეფასებით, "სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლება სათანადო დონეზეა უზრუნველყოფილი". უწყების ინფორმაციით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს "თბილისის არამეგობრულ აქციებზე სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე". "ქართული მხარის "ინიციატივები" გაერო-ში, ეუთო-სა და ევროსაბჭოში წმინდა პროპაგანდისტულია და არანაირი სარგებელი არ მოაქვს რეგიონის მოსახლეობისთვის. ამავე დროს, პოლიტიზებული ქართული გამოსვლები ჟენევის ფორმატის ფარგლებში ატმოსფეროს ართულებს", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე ცნობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ შექმნილი სიტუაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ უწოდეს, ხოლო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს - ტენდენციური. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციას დაუშვებლად მიაჩნია, ქართული მედიის მიერ საზღვრის გადაკვეთისა და მოქალაქეების დაკავების ფაქტების გაშუქება, როგორც "გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცება". "აფხაზეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიმა კვლავ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ნატო-ს სამხედრო სწავლებების გამო, რომლებიც მიმდინარე წელს უკვე სამჯერ ჩატარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)