|
2016-12-15 12:05:27, 2401 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გაგრძელებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ France24 იუწყება. მედიის ცნობით, გასული წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ზომა უკვე მეხუთედ მიიღო. დღეს კანონპროექტს სენატშიც უყრიან კენჭს. როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება იმისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში საარჩევნო წელი დაცული იყოს. გარდა ამისა, 14 ივლისს ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ გამოცხადდა. საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების სერიას 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში სამარათალდამცავმა ორგანოებმა 400-ზე მეტი პირი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)