14:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 13:19:54, 622 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების N19 დაწესებულებას ტუბერკულოზის დიაგნოსტირებისათვის მაღალტექნოლოგიური აპარატურა გადაეცა

 ტუბერკულოზთან ბრძოლის  საერთაშორისო დღე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის საზოგადოებრივ მისაღებში საგანგებო ღონისძიებით აღნიშნა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ტუბერკულოზთან ბრძოლის წარმატებული პროგრამის  შედეგებისა და  სამომავლო სტრატეგიის  პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა იმ მიზანმიმართულ და ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთა დახმარებითაც, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტუბერკულოზთან ბრძოლაში არსებით წარმატებებს მიაღწია: 

2 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 801-დან (2012წ.) 82 შემთხვევამდე შემცირდა (2014წ.) ; 2010-2012 წლებში  პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით  126  პატიმარი გარდაიცვალა. 2013 წლიდან 2015 წლამდე  დაავადება ლეტალურად  4 შემთხვევაში დასრულდა; სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სკრინინგი 3 თვეში ერთხელ ტარდება; 2014 წლიდან ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ბრალდებულებსაც მიეცათ; ფუნქციონირებს 750 პაციენტზე გათვლილი ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრი;  2012 წლის შემდეგ სისტემაში ის 3 დაწესებულება დაიხურა, რომელიც საყოფაცხოვრებო პირობების გამო ინფექციის გავრცელების მაღალი ალბათობით გამოირჩეოდა;  გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება; გაუმჯობესდა გვერდითი ეფექტების მართვა. 

"დღეიდან  პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ტუბერკულოზის ეროვნულმა ცენტრმა სასჯელაღსრულების N 19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს „ჯინექსპერტის“ აპარატი გადასცა.  უახლესი ტექნოლოგიის  აპარატით  ტუბერკულოზის დიაგნოსტირება და მკურნალობაში ჩართვა 2 თვის მაგივრად 24 საათში იქნება შესაძლებელი",-აცხადებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში.

ტუბერკულოზის  გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიებაზე   ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული კლიპის ჩვენება  გაიმართა.

შეხვედრის დასასრულს, პაციენტთა კავშირის ,,საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“ წარმომადგენელმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საპატიო სიგელი გადასცა და მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის და მეგობრის სტატუსით აქციაში მონაწილეობისთვის, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და მხარდაჭერას მათი გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს.

ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ევროპის საბჭოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, გლობალური ფონდის, პაციენტთა კავშირის ,,საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ“, USID-ის წარმომადგენლები და ცნობილი მსახიობები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics