19:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 10:10:38, 322 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

მიმდინარე კონფერენციის თემას მიწის მფლობელობა-გამოყენებისა და საერთო კეთილდღეობის კავშირი წარმოადგენს.

“აღნიშნული თემატიკის წინ წამოწევა მიზნად ისახავს იმ გავლენის ჩვენებას, რასაც გენდერულ ჭრილში, თაობებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის უძრავი ქონების განაწილება ახდენს. ამას გარდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მიწათსარგებლობის ფორმები მნიშვნელოვნად აისახება ზოგად კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საზოგადოებრივ და ლანდშაფტურ დონეებზე”, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

წლევანდელ კონფერენციაზე მონაწილეები იმსჯელებენ იმ გავლენაზეც, რომელსაც მიწის მფლობელობა ურბანულ ფორმებზე, სიმჭიდროვესა და ურბანულ-სასოფლო კავშირებზე ახდენს; განიხილავენ ფართომასშტაბიან მიდგომებს საკუთრების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სტანდარტიზებული გეოსივრცითი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფექტური მონიტორინგისა და მიწის მმართველობისთვის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში, ღია მონაცემების შესაძლებლობების დანერგვას და ა.შ. მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი მსოფლიო ბანკის განვითარების ეკონომიკური კვლევების ჯგუფი DECRG-ია. კონფერენცია 27 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics