|
2016-11-27 16:04:31, 2255 ნახვა
მსოფლიო
კიევში მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციას მართავს
უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის საპროტესტო აქცია ლოზუნგით: "ამ რადას ბოლო ზამთარი" მიმდინარეობს. კიევში აქციაზე ასობით ადამიანი არის შეკრებილი და მათ უკრაინის სახელმწიფო დროშები უკავიათ. აქციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. "მათი ცუდი ამბები მაშინ დაიწყო როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, როდესაც შევქმენით ახალი მოძრაობა. მათი დრო მორჩა. დროა ხალხმა მართოს ეს ქვეყანა. მკაფიოდ გვაქვს გადაწყვეტილი პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება გადადგეს. ბოლო უნდა მოეღოს ქურდობას, კორუფციას. ეს ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების მომავალს. აუცილებლად უნდა შემცირდეს გადასახადები, როგორც ეს გავაკეთე საქართველოში. ჩვენ ვითხოვთ, რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. დღეს ჩვენ ვიბრძვით, ვართ ბევრნი, ხვალ კიდევ უფრო მეტნი ვიქნებით, რამდნეიმე თვეში კი მილიონი ადამიანი გვეყოლება. მორჩა ოლიგარქების პარპაში, მოვიდა ჩვენი დრო. უკრაინა დღეს ევროპის გულია და ჩვენ გვეშინია მისი დაკარგვის. დადგა დრო, რომ ყველა უკრაინელი გაერთიანდეს იმათ წინააღმდეგ ვინც ქვეყანას სპობს. უკრაინას გაუმარჯოს", - მიმართა სააკაშვილმა მოსახლეობას. აქციაზე უკრაინის ჰიმნი შესრულდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად წითელი ბარათები დაიკავეს. მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებული მიტინგის პირდაპირი ტრანსლაცია მისავე ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობს. ცნობისთვის, აქციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ესწრება.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)